სადემონსტრაციო ვერსია. ანგარიშები და გადახდა ნამდვილი არ არის, ცვლილებები არ ინახება.

კოდი GitHub-ზე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 29 ოქტომბერი

ეს ტექსტი შაბლონია. გაშვებამდე შეავსე კომპანიის მონაცემები (.env ფაილში COMPANY_*) და გადაახედე იურისტს.

1. ვინ ამუშავებს მონაცემებს

[კომპანიის / ი/მ-ის სახელი] (ს/კ [საიდენტიფიკაციო კოდი], მისამართი: [იურიდიული მისამართი]). კონტაქტი: support@example.ge.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

სახელი და გვარი, ელ-ფოსტა, უნივერსიტეტი და პროგრამა — რეგისტრაციისას.

გადახდების ისტორია (თანხა, თარიღი, სტატუსი). ბარათის მონაცემებს ამუშავებს Flitt — ისინი ჩვენთან არ ინახება.

ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერი, მოწყობილობის ტიპი და შესვლის დრო — უსაფრთხოებისა და მოწყობილობების ლიმიტისთვის.

რომელი მასალა გახსენი და როდის — „გააგრძელე სწავლა“ სექციისთვის და კატალოგის გასაუმჯობესებლად.

საგნების მოთხოვნები, რომლებსაც თავად გვიგზავნი.

3. რისთვის ვიყენებთ

ანგარიშისა და წვდომის მართვა, გადახდის დადასტურება, უსაფრთხოება და ანგარიშის გაზიარების პრევენცია, მხარდაჭერა და ახალი მასალების დაგეგმვა.

4. სამართლებრივი საფუძველი

ხელშეკრულების შესრულება, კანონით დადგენილი ვალდებულებები (მაგ. საგადასახადო აღრიცხვა) და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (უსაფრთხოება) — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ვის გადავცემთ

მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც პლატფორმის მუშაობისთვის გვჭირდება: Flitt (გადახდა), ჰოსტინგის პროვაიდერი და ელ-ფოსტის გაგზავნის სერვისი. მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამოდ არ ვიყენებთ.

6. შენახვის ვადა

სანამ ანგარიში აქტიურია. გადახდის ჩანაწერებს ვინახავთ კანონით დადგენილი ვადით.

7. ქუქი-ფაილები

ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილებს (შესვლის სესია). სარეკლამო და თვალთვალის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ.

8. შენი უფლებები

შეგიძლია მოითხოვო შენს მონაცემებზე წვდომა, მათი გასწორება ან წაშლა — მოგვწერე support@example.ge. ასევე გაქვს უფლება, მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.